აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს აქვს პატივი მოგიწვიოთ გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2024 წლის 21-22 თებერვალს ქალაქ ბათუმში.
ბათუმის გიდების საერთაშორისო კონფერენცია არის ტურისტული გიდის პროფესიის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების, ასევე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, კულტურათშორისი გაცვლის, ტურიზმისა და მასთან მომიჯნავე სფეროების პროფესიონალთა შეხვედრის პლატფორმა.
კონფერენციის ფარგლებში შედგება სამი პანელური შეხვედრა და პრეზენტაციები, რომელთა თემებია:
- გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში - გიდი როგორც ტურისტული ადგილის ელჩი
- გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები
- ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი
ღონისძიების სტუმართათვის დაგეგმილია ქალაქ ბათუმისა და მისი შემოგარენის თემატური ტური, ფოლკლორული ღონისძიება და კულინარიული მასტერკლასები.